Робота для біженців з України
ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ელიტ მოტორსი
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
კომპანია "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში ან მონათესავე სფეროში;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე (მათ შორის Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
** მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური მონაცემების დამუშავება: შემოსავლები და დანახარჯები;
** განახლება, ინფორმაციის გამოთხოვა;
** ფინანსური უწყისების მომზადება (ყოველთვიურად, კვარტალურად და წლიურად): ბალანსი, გაუნაწილებელი მოგების უწყისი, ფულადი სახსრები მოძრაობის უწყისი, მოგება/ზარალის უწყისი;
** ახალი პროექტის ფინანსური რენტაბელობის ანალიზი;
** კომპანიის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობის და მისი საქმიანობის შედეგების ანალიზი;
** პროექტის და/ან ობიექტის ფინანსური მდგომარეობის შეფასება;
** ფინანსური საკითხების ადმინისტრირება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი : სოფ. წიწამური, თანამშრომლებს ტრანსპორტირებისთვის ემსახურებათ კომპანიის ავტომობილები.
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00 - 18:00

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე