დასახელება:
ინჟინერ-ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ელიტ მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 21 იანვარი
/ ბოლო ვადა: 21 თებერვალი
|
შპს "ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე მაღალი ანაზღაურებით.
პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ენერგეტიკის ფაკულტეტი);
** უპირატესია ცოდნა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის სფეროში;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სერვისის სფეროში (სასურველია გამოცდილება მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის შეკეთება/რემონტში);
** ტექნიკური ნახაზების კითხვა/გარჩევა;
** კლიენტებთან შედეგობრივი ურთიერთობის წარმართვა;
** მართვის მოწმობის (B კატეგორიის) ფლობა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** ენერგიულობა და აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კლიენტებთან ურთიერთობაზე ორიენტირებულობა.
ძირითადი მოვალეობები:
** მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკის ელ. დიაგნოსტიკა;
** ელექტრო დაზიანებების აღმოჩენა, მათი აღმოფხვრა;
** ტექნიკის ელექტრო სქემების დამუშავება, შესწავლა.
ხელფასი შეთანხმდება გამოცდილებისა და ცოდნის მიხედვით ინდივიდუალურად, რომელიც კომპანიის მიერ განისაზღვრება საკმაოდ მაღალი ოდენობით.
სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) 09:00-14:00 (შაბათი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით მისამართზე: zantelidze@elitemotors.ge . გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შეთანხმება მოხდება უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|