Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=609435&print=yes&view=jobs
 
ტენდერი ფინანსური აუდიტის მომსახურებაზე
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი ფინანსური აუდიტის მომსახურებაზე
მომწოდებელი: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 21 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია იწვევს აუდიტორიულ კომპანიებს სატენდერო განაცხადების შემოსატანად ორგანიზაციის 2024 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მომსახურებაზე.

კომპანიის ხარჯების მოცულობა 2024 წელს შეადგენს 3, 6 მილიონ ლარს.

სატენდერო წინადადებები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** მონაწილე კომპანიის დასახელება, მისამართი, ტელეფონი, ვებ-გვერდი;
** მომსახურების მეთოდოლოგია, ხანგრძლივობა და ღირებულება;
** ორგანიზაციისა და აუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირების გამოცდილების დამადასტურებელი ინფორმაცია;
** გამოცდილება საერთაშორისო დონორების მიერ დაფინანსებული აუდიტის ჩატარებაში;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი წინადადება, ასევე კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ ქვემოთ ჩამოთვლილ ელ. ფოსტაზე (საგრანტო პროექტებისა და წლიური შედეგების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად): apply.ingo.georgia@gmail.com

 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია