დასახელება:
კანცელარიის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
|
გამოქვეყნდა: 20 იანვარი
/ ბოლო ვადა: 20 თებერვალი
|
"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com/
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია;
** მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამაში;
** საჭირო დოკუმენტის აღრიცხვა პროგრამულად;
** სამედიცინო ბარათის გახსნა;
** ელექტრონული სისტემის საშუალებით პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად;
** დებიტორული ორგანიზაციების მიერ მოწოდებულ პროგრამებში მუშაობა;
** მოთხოვნის, შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება.
** სალაროში შემოსული თანხების გადახდის ქვითრების მკაცრი აღრიცხვა და გადაბარება ფინანსური დეპარტამენტისთვის;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის ასლების გადაღება, დასკანერება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.
|
|
|
|