Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=609378&print=yes&view=jobs
 
მოლარე-ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 20 თებერვალი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმი"-ს გუნდში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

მოლარე-ოპერატორის ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ფულადი ნაშთების შემოწმება, კონტროლი;
** გაყიდული ნივთის მოდელის ფასის გადამოწმება და ნივთის გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით რეალიზაციისას პროცედურების სრული დაცვა;
** საქონლის უკან დაბრუნებისას ფინანსური საბუთების სრულყოფილად შექმნა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვა;

ჩვენს გუნდში ვეძებთ მოლარე-ოპერატორს, რომელსაც აქვს:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ინგლისური ან რუსული - სასაუბრო დონეზე;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: 800₾ + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 თებერვალი (მოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე-ოპერატორი").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია