Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=609348&print=yes&view=jobs
 
ტრანსპორტის უფროსის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის უფროსის დამხმარე
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენი
გამოქვეყნდა: 20 იანვარი / ბოლო ვადა: 25 იანვარი
"ნიუ ვიჟენი" არის სამშენებლო-სატრანსპორტო კომპანია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია სამშენებლო ბაზარზეა წარმოდგენილი, კომპანია ასრულებს მიწის და კლდის მოჭრა-გატანის სამუშაოებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტის უფროსის დამხმარის პოზიციაზე საქმის ადგილზე შესწავლით.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება.
** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.
** მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი.
** მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი.
** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის Live მონიტორინგი.
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით.
** MS Office-ის ცოდნა.
** ქალაქ თბილისის ძირითადი ქუჩების ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** დატვირთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 2500 ლარი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი/10:00-19:00 სთ

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: newvisiontransporter@gmail.com არა უგვიანეს 25 იანვრისა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია