Робота для біженців з України
შესყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიუ ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 17 იანვარი / ბოლო ვადა: 16 თებერვალი
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციური გუნდის ღირსეულ წევრს.

სამუშაო გრაფიკი: სრული შტატი.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ლოჯისტიკა/შესყიდვები);
** სამედიცინო პროდუქციის შესყიდვის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების გამართული წერითი და ვერბალური უნარები;
** ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები:

** მომწოდებლებისგან საქონლის მოწოდების ორგანიზება;
** შეკვეთის, შესყიდვის ორდერის, საჭირო ინფორმაციის სისტემური ასახვა, ანალიზი და კონტროლი;
** მოწოდების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებისგან წარმოდგენილი დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** საქონლის ნაშთების კონტროლი და შეკვეთების დაგეგმვა;
** გადარიცხვებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების პროცესში მონაწილეობა;
** არსებული მომწოდებლების ფასების რეგულარული მონიტორინგი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე (CV) 16.02.2025-მდე ელ.მისამართზე vacancy@newhospitals.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე