დასახელება:
მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
დისკაუნტ დეპო
|
გამოქვეყნდა: 16 იანვარი
/ ბოლო ვადა: 16 თებერვალი
|
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00.
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული კალენდრის გაწერა;
** მარკეტინგული კალენდრის შესაბამისად პროექტის სრული ციკლის მართვა - პროექტის დაგეგმვა, ბიუჯეტირება, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება;
** კომპანიის სოცმედია ქსელების მართვა;
** სოცქსელებში კონტენტის განთავსება/მონიტორინგი;
** სოციალური ქსელის გვერდზე განთავსებულ პოსტებზე რეგულარული და ოპერატიული რეაგირება;
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია;
** ფილიალის გარე და შიდა ინტერიერის მონიტორინგი - არსებული ხარვეზების აღმოფხვრა;
** სარეკლამო მასალების შეკვეთა და ფილიალში დროულად მიწოდების უზრუნველყოფა;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან დადგენილი წესის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია მარკეტინგის მიმართულებით ან/და რელევანტურ დარგში;
** აუცილებელია მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული).
დამატებითი უნარები:
** ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** ეფექტური არგუმენტირების უნარი;
** ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი".
მაღაზიათა ქსელი შპს "დისკაუნტ დეპო" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მაღაზიათა ქსელ "დისკაუნტ დეპოსთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "დისკაუნტ დეპომ" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "დისკაუნტ დეპოსათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "დისქაუნთ დეპოსთვის" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|