Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=608397&print=yes&view=jobs
 
ღია კონკურსი - მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღია კონკურსი - მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი
მომწოდებელი: ევროპის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / ბოლო ვადა: 21 თებერვალი
შპს "ევროპის უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის არჩევის მიზნით დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აკადემიური ნიშნით საბაზისო და კლინიკურ დისციპლინებში შემდეგი მიმართულებებით:

1) საბაზისო მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. ანატომია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ბ. ფიზიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
გ. ბიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
დ. ბიოქიმია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ე. ჰისტოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ვ. გენეტიკა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ზ. მიკრობიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
თ. იმუნოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია, ;
ი. ფარმაკოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
კ. პათოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ლ. ჯანდაცვა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
მ. სამეცნიერო-კვლევა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;

2) მედიცინის კლინიკური მიმართულებები (აკადემიური ნიშნით) (ინგლისურენოვანი):

ა. კარდიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ბ. პულმონოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
გ. ნეფროლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
დ. შინაგანი მედიცინა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ე. ზოგადი ქირურგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ვ. უროლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ზ. ტრავმატოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
თ. პედიატრია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ი. მეანობა და გინეკოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
კ. ენდოკრინოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ლ. საოჯახო მედიცინა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
მ. რადიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ნ. რევმატოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ო. დერმატოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
პ. ოფთალმოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ჟ. ოტორინოლარინგოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
რ. გადაუდებელი მედიცინა - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის ვაკანსია;
ს. ანესთეზიოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ტ. ინფექციური დაავადებები - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
უ. ონკოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ფ. ნევროლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ქ. ფსიქიატრია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ღ. სამედიცინო ტოქსიკოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ყ. ნეიროქირურგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
შ. ყბა-სახის ქირურგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ჩ. ალერგოლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;
ც. გასტროენტეროლოგია - 1 პროფესორის, 1 ასოცირებული პროფესორის, 1 ასისტენტ-პროფესორის, 1 ასისტენტის ვაკანსია;

საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები:

პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2-დონეზე ცოდნა;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასოცირებული პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება, ხოლო კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციის/პუბლიკაციების გამოქვეყნება ან მათი თანაავტორობა;
დ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
ე) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტ-პროფესორის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციების გამოქვეყნებები ან მათი თანაავტორობა;
გ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
დ) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა;
ე) კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში სულ მცირე ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
ვ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

ასისტენტის (აკადემიური ნიშნით) აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა) ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი ან იყოს დოქტორანტი;
ბ) ჰქონდეს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
გ) ინგლისური ენის არანაკლებ B2- დონეზე ცოდნა.
დ) უნდა ფლობდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატს (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში).

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას ელექტრონულად (ელ. ფოსტაზე: info@eu.edu.ge) წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადი ივსება მხოლოდ ერთი მიმართულებით და ერთ კონკრეტულ პოზიციაზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე ევროპის უნივერსიტეტის ფორმატში (განაცხადის და CV-ის ფორმა იხილეთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) შესაბამის სფეროში კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების, მათ შორის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის (დოქტორის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრებული) დიპლომის არსებობის შემთხვევაში კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) სამეცნიერო/პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომების სია და ნაშრომები ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (არსებობის შემთხვევაში, ხოლო სერტიფიკატის არ ქონის შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს საკუთარი რესურსით პერსონალის გადამზადებას);
ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას;
კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
ლ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
ლ.ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ.დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომის შემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ლ.ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.);
მ) "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა";
ნ) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება შპს "ევროპის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობებზე კონკურსის ჩატარების წესის" შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

პირველი ეტაპი - კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
მეორე ეტაპი - საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2025 წლის 15 იანვრიდან;
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2025 წლის 17 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 25 თებერვლისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2025 წლის 27 თებერვლისა;
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 27 თებერვლისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადაა 2025 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას უზრუნველყოფს ევროპის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური, ხოლო კონკურსანტთა კონსულტირებას ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: დ. გურამიშვილის გამზ. N76. info@eu.edu.ge; ტელ: 032 2 000 171
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია