დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ართთაიმი
|
გამოქვეყნდა: 14 იანვარი
/ ბოლო ვადა: 14 თებერვალი
|
შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. დღეს შპს "ართთაიმი" არის წამყვანი მოთამაშე საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.
ვებგვერდი: https://www.arttime.ge/
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობა, საბონუსე სისტემა, სტაბილური სამუშაო გარემო.
ფუნქციები და მოვალეობები:
** ბაზრის, კატეგორიის, ბრენდის, კონკურენტების, მომხმარებლის კვლევის განხორციელება;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება, გაცნობა და პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** მარკეტინგის გუნდთან ერთად ბრენდის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა;
** გაყიდვების ანალიზის საფუძველზე ძლიერი და პრობლემური მხარეების მიზეზ შედეგობრივი კავშირების წარმოჩენასა და მათი განვითარების სტრატეგიის მომზადებაში მონაწილეობა;
** კომერციული მაჩვენებლების ანალიზი, ფილიალების და პერსონალის დონეზე;
** ბრენდის პორტფელის მართვა და მათი განვითარება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება და ბიუჯეტის შემუშავებაში თანამონაწილეობა;
** უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია (როგორც წერილობითი, ასევე ზეპირი);
** ქსელში ნაშთების ოპტიმალური განაწილება;
** ბრენდების ასორტიმენტის მარაგების მართვა, პროდუქციის დეფიციტებისა და ჭარბი მარაგების კონტროლი;
** სხვადასხვა სახის რეპორტინგი
აუცილებელი მოთხოვნები:
** აუცილებელია მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის;
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე;
კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Exel, Internet).
კომპეტენციები:
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ეფექტურად კომუნიკაციის უნარი
კომპანია "ართთაიმის" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@arttime.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (" ბრენდ მენეჯერი ").
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ართთაიმმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ართთაიმის" ბაზაში 1 წლის ვადით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|