Робота для біженців з України
ბიზნეს პროცესების მართვის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიზნეს პროცესების მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: GST Industrial
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / ბოლო ვადა: 13 თებერვალი
კომპანია "GST Industrial" ეძებს მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ კანდიდატს ბიზნეს პროცესების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: Delisi Hub-ის სამუშაო სივრცე, ვაჟა-ფშაველას გამზირი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციაში ძირითადი ოპერაციული პროცესების მართვა და მხარდაჭერა.
** გაყიდვების, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის, აგრეთვე აღრიცხვის განყოფილებებთან კოორდინაცია Odoo სისტემის გამოყენებით სამუშაო პროცესების ეფექტურად მართვის მიზნით.
** გაყიდვების განვითარების სპეციალისტის მხარდაჭერა მომხმარებლის შეკვეთების მართვასა და მიმწოდებლებთან შესაბამის კომუნიკაციაში.
** დოკუმენტების მართვა, ლოჯისტიკური კოორდინაცია და ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულება.
** გუნდის მხარდაჭერა ბიზნეს პროცესების ეფექტურად განხორციელებაში.

მოთხოვნები:

** ინგლისური ენა B2 დონეზე;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი (ინგლისურ ენაზე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Microsoft Excel;
** განათლება: ბაკალავრის ხარისხი, სასურველია ტექნიკური ან ბიზნესის მიმართულებით.

უნარ-ჩვევები:

** პრობლემის გადაჭრის უნარი;
** ორგანიზაციული უნარები;
** დავალებების კოორდინაციის უნარი;
** როგორც გუნდური, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი - 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირას დასვენება.

GST Industrial არის საინჟინრო-სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სამთო-მომპოვებელი და სასარგებლო წიაღისეულის გადამამუშავებელი ინდუსტრიისთვის სხვადასხვა ტექნოლოგიების მიწოდებაში. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საინჟინრო გადაწყვეტილებებს, აწვდის მოწყობილობებს, გადამამუშავებელ დანადგარებსა და ცვეთად-მარაგ ნაწილებს, რომლებიც გამოიყენება ინერტული მასალების გადამუშავებისთვის ბეტონისა და ცემენტის წარმოების ინდუსტრიაში.

ჩვენი მომხმარებლები მოიცავს ჯორჯიან მანგანეზს, საგზაო კომპანიებს, ბეტონის მწარმოებელ ქარხნებსა და ბელგიურ საინჟინრო კომპანიებს. GST Industrial წარმოადგენს MEKA GLOBAL-ის ოფიციალურ სერვისის პარტნიორს საქართველოში.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: info@geosmartec.ge 13 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ბიზნეს პროცესების მართვის უმცროსი სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე