დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
პალიტრა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
"პალიტრა ჰოლდინგში" შემავალი შვილობილი კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
** მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;
** ფინანსური აუდიტის პროცესებში ჩართულობა;
** ყოველთვიური რეპორტინგის წარმოება (მმართველობითი ფორმები და ფინანსური ანგარიშგების ფორმები);
** "ფასს" სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი და ახალი სტანდარტების დანერგვა;
** წლიური ბიუჯეტის შედგენა და შემდგომი ანალიზი; ფაქტიურ მონაცემებთან შედარება და გადახრების იდენტიფიცირება და გამოკვლევა;
** წლის განმავლობაში ფინანსური მდგომარეობის, შედეგებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის პროგნოზირება;
** კოეფიციენტების ანალიზი კომპანიის ფინანსური მდგომარეობის გამოვლენისთვის და კონტროლისთვის;
** ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** ფინანსური მაჩვენებლების ანალიზი და მათი კომპანიაზე გავლენის იდენტიფიცირება;
** მონაცემების ანალიტიკის იდეების გენერირება და ანალიტიკური დავალების დაწერის უნარი;
** ფინანსური აუდიტის პროცესებში ჩართულობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაცია.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00, შაბათი 11:00-16:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, აბელ ენუქიძე 7
კომპანია ახორციელებს თანამშრომელთა ტრანსპორტირებას მ/ს "ისანი"
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@logistica.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 747 767
აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 1 წლით.
"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: s.makhatadze@logistica.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|