დასახელება:
სამუშაოთა მწარმოებელი
|
მომწოდებელი:
ესთეტიკ იაფი
|
გამოქვეყნდა: 13 იანვარი
/ ბოლო ვადა: 13 თებერვალი
|
შპს "ესთეტიკ იაფი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე რუსთავში.
ძირითადი მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი
** სფერო: არქიტექტურა/მშენებელ-ინჟინერი
** ენები: ქართული - ძალიან კარგი; რუსული - კარგი.
** Cad (AutoCAD; ArchiCAD) პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა: MS Office
** სამშენებლო-ტექნიკური ნორმების, წესების და სტანდარტების ცოდნა.
სამუშაოს აღწერა:
** ობიექტზე მშენებლობის პროცესის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო დეფექტური აქტებისა და ფორმა 2-ის წარმოება
** შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა.
** სამშენებლო ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის, სპეცტექნიკის მოძიება-შერჩევაში მონაწილეობის მიღება.
** სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლი.
** სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინრის საქმიანობის კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და რეპორტინგი.
** მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა ტექნიკურ დირექტორთან სამსახურთან;
** გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრა.
** პროექტების რისკების მართვა ტექნიკური თვალსაზრისით;
** სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენა;
** ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი
** შესასრულებელ სამუშაოთა შესრულების ვადების კონტროლი
** სამშენებლო ობიექტზე გახარჯული სხვადასხვა სამშენებლო მასალის და ინვენტარის ხარჯვის კონტროლი და ამ ხარჯვითი ნაწილის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ზოგადად, დადგენილ ხარჯვით ნორმებთან შესაბამისობის დადგენა.
უნარები:
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** დეტალებზე ორიენტაცია;
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** დავალების სწრაფად და ხარისხიანად შესრულება;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: ltd.estetikyapi@gmail.com და დასახელებაში მიუთითეთ "სამუშაოთა მწარმოებელი".
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|