დასახელება:
ბიზნეს პროცესების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.
ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ბიზნეს პროცესების ჯგუფის უფროსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ბიზნეს პროცესების ანალიზის, ხელახალი დიზაინისა და დანერგვის უზრუნველყოფა ეფექტიანობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების მიზნით;
** ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების, მათ შორის ავტომატიზაციის ინსტრუმენტებისა და მონაცემთა ანალიტიკის დანერგვის ხელშეწყობა ოპერაციების გასამარტივებლად;
** ახალი ტექნოლოგიების შეფასება და მათი ინტეგრაცია პროცესების სრულყოფისთვის;
** პროცესების გაუმჯობესების ეფექტიანობის გასაზომად შესრულების ძირითადი ინდიკატორების (KPI) შემუშავება და მონიტორინგი;
** სამუშაო პროცესის გამართვისთვის საჭირო ცვლილებების ინიცირება და განახლებული პროცესების დანერგვის უზრუნველყოფა;
** პროცესების, ბიზნეს ამოცანებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან;
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სხვადასხვა ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მართვის, ინჟინერიის ან მათთან დაკავშირებულ სფეროში);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესპროცესების ანალიტიკის, რედიზაინისა და გაუმჯობესების მიმართულებით;
** პროცესების ოპტიმიზაციისა და ავტომატიზაციის ინიციატივების მართვის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სასურველია პროცესების გაუმჯობესების მეთოდოლოგიების ცოდნა (Lean, Six Sigma, Kaizen);
** სასურველია პროცესების ვიზუალიზაციისა და დოკუმენტირების ინსტრუმენტების გამოყენების ცოდნა (Visio, Lucidchart);
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1606
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|