დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ESTETIK YAPI
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
შპს "ESTETIK YAPI" - სამშენებლო/დეველოპერული კომპანია 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.
კომპანია ამ ეტაპზე აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: რუსთავი
მოვალეობები:
** საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
** სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება.
** სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა და შეხვედრებისთვის შესაბამისი გარემოს მომზადება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** ელექტრონულ ფოსტაზე რეაგირება;
** საოფისე მარაგების მართვა; საოფისე, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა;
** ოფისში სისუფთავისა და წესრიგის მონიტორინგი;
** უშუალო უფროსისა და კოორდინატორის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალების შესრულება;
** ოფისში მოსული ვიზიტორებისთვის შესაბამისი ახსნა-განმარტების მიცემა ან კომპეტენტურ თანამშრომელთან გადამისამართება ინფორმაციის მისაღებად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან სპეციალიზებული განათლება ნებისმიერ სფეროში;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის ცოდნა;
** სასურველია, სულ მცირე, 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართული, რუსული/აზერბაიჯანული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Office, Microsoft Excel.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** როგორც დამოუკიდებელი, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმის ერთგულება;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** ორგანიზების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირება;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერისა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** იმუშავებთ მეგობრულ და პროფესიონალთა გუნდში;
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო;
** კომფორტული ოფისი;
** სრული განაკვეთი (10:00-18:00); ოფიციალური დასვენების დღეები
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად შეთანხმებით)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: ltd.estetikyapi2@gmail.com. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".
|
|
|
|