დასახელება:
უძრავი ქონების აგენტი
|
მომწოდებელი:
NEWHOUSE GD
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
უძრავი ქონების სააგენტო "NEWHOUSE GD" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.
თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ მოტივირებული, გამოცდილი და მომხმარებელზე ორიენტირებული გუნდის წევრი. გარდა ამისა, კომპანია საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ცოდნა და გამოცდილება, გამოიმუშაოთ უნარ-ჩვევები და გახდეთ უძრავი ქონების წარმატებული აგენტი.
მდებარეობა: თბილისი, ვაკე-საბურთალო, სააკაძის დაღმართი 6, ბიზნეს ცენტრი, 7 სართული.
სამუშაო გრაფიკი: თავისუფალი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, მაგრამ არ არის სავალდებულო (შესაძლებელია შესწავლა)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა საბაზო დონეზე (შესაძლებელია შესწავლა)
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (შესაძლებელია შესწავლა)
უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ წინსვლას
** საინვესტიციო პროექტებზე მუშაობას
** საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლას
** ტრანსპორტირების უზრუნველყოფას
** კორპორაციულ ნომერს ულიმიტო სასაუბრო პაკეტით
** ანაზღაურება ინდივიდუალური
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: housenew240@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უძრავი ქონების აგენტი" ან დაგვიკავშირდით: ასისტენტ-მენეჯერი (+995) 511 22 19 10; მენეჯერი (+995) 558 144 797
|
|
|
|