Робота для біженців з України
ექიმი ტრანსფუზიოლოგი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმი ტრანსფუზიოლოგი
მომწოდებელი: რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ექიმი ტრანსფუზიოლოგის პოზიციაზე.

ვაკანტური პოზიცია - 1 (ერთი) .
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.

მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** სავალდებულოა შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე