დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
Food Balls Georgia
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია "ფუდ ბოლს ჯორჯია" არის ახალი კომპანია ინოვაციური, ორიგინალური პროდუქტებით.
კომპანიის მთავარი ღირებულებაა მაღალი ხარისხი და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.
კომპანიის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ლინკზე https://www.facebook.com/foodballsgeorgia?mibextid=LQQJ4d
კომპანია "ფუდ ბოლს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე:
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწარმოში არსებული მანქანა-დანადგარების, სამაცივრე აგრეგატების ტექნიკური ექსპლუატაცია და მომსახურება;
** ინფრასტრუქტურის მომსახურება-რემონტი;
** ელექტრო-მოწყობილობებისა და ელექტრო-დანადგარების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, მომსახურება, ხარვეზების აღმოფხვრა;
** ელექტრო-მოწყობილობებისა და სხვადასხვა დანადგარების მუშაობის შემოწმება, დათვალიერება, პარამეტრების და მახასიათებლების გაზომვა, რეგულირება, მონტაჟი;
** დადგენილი პერიოდულობით გაცვეთილი კვანძების, დეტალების, აპარატურისა და ხელსაწყოების შეცვლა;
** კრიტიკულად აუცილებელი სარემონტო მარაგების განსაზღვრა, მარაგის შექმნა და ხარჯვის კონტროლი, დახარჯული და მოხსნილი მასალების აღრიცხვის წარმოება;
** დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე;
** საჭირო პრევენციული ზომების გატარება საწარმოს შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ელექტრო მექანიკის ან მსგავსი ტექნიკური დიპლომი (ბაკალავრიატი ან სპეციალიზირებული სასწავლებლის დიპლომი) სასურველია;
** მართვის მოწმობა;
** სასურველია მაღალ ძაბვასთან დაშვების სერტიფიკატი;
** სასურველია ტექნიკის უსაფრთხოების სერტიფიკატი;
** სასურველია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი;
** უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური და რუსული ენების სამუშაო დონეზე ცოდნა;
** მანქანა-დანადგარების მუშაობის ზოგადი პრინციპების და მექანიკის კარგი ცოდნა;
** ტექნიკური სქემების წაკითხვა;
** შრომის უსაფრთხოების საკითხების საბაზისო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქინძმარაულის ქ. 5, ს/ი - 0145.
სამუშაო პირობები: ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად;
სამუშაო განაკვეთი სრული.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე ელ.მისამართზე: hr@foodballs.ge და (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|