დასახელება:
საწყობში დამხმარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ევრო ბრენდი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
კომპანია "ევრო ბრენდი" (Eurobrand) წარმოადგენს საქართველოში 2013 წლიდან ევროპული ბრენდების იმპორტიორ კომპანიას, რომელსაც გააჩნია მაღაზიათა ქსელი. (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები, აქსესუარები...).
მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ვაკანსია საწყობში დამხმარე-ოპერატორის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო ადგილმდებარეობა, თბილისი ბელიაშვილის ქუჩა.
ძირითადი მოთხოვნები:
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობა;
** გაწონასწორებულობა და არაკონფლიქტურობა;
** სამუშაო პროცესზე ორიენტირებულობა;
** ახლის სწრაფად ათვისებისა და თვითგანვითარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/უმაღლესი განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე;
** სასურველია პროგრამა ფინას ცოდნა.
ფუნქციები და მოვალეობები:
** საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება. გადატანა-გადაწერება პროგრამულად.
** საწყობიდან სხვა და სხვა ობიექტზე პროდუქციის გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება.
** საწყობის მენეჯერის მხრიდან დავალებული სხვა სამუშაოების შესრულება.
** კომპანიის შინაგანაწესისა და მომსახურების სტანდარტის დაცვა;
სამუშაო საათები 10:00-დან 19:00-მდე. კვირაში 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება 1000 ლარი (ხელზე ასაღები) დამატებით ბონუსი
ჯანმრთელობის დაზღვევის ნაწილის ანაზღაურება კომპანიის მიერ.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@eurobrand.ge და მიუთითოთ პოზიცია: საწყობში დამხმარე-ოპერატორი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება კომპანიის მიერ. ან დაგვიკავშირდით ნომერზე 599 76 30 46
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|