დასახელება:
ESRS რეპორტინგის/მდგრადობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ჯიპიაი ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 10 იანვარი
/ ბოლო ვადა: 10 თებერვალი
|
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას მდგრადობის (ESRS) რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სს "სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი" (http://www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (http://www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება/დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში ჩართულობა;
** მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შესაბამისი პოლიტიკის/გაიდლაინების შემუშავება;
** მდგრადობის სფეროში არსებული სიახლეების შესწავლა, ანალიზი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპანიის სხვადასხვა მიმართულების სამსახურთან თანამშრომლობა ერთიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების/განხორციელების მიზნით და შესაბამისი დავალებების შექმნა/მონიტორინგი;
** პროექტისთვის ტექნიკური სპეციფიკაციების და პრეზენტაციების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** პროექტის დეტალური გეგმის შექმნა, დავალებების განაწილება, რისკების შეფასება და პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
** დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა;
** სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების, მდგრადობის მენეჯმენტის, გარემოსდაცვით მეცნიერებების მიმართულებით;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს ან მომიჯნავე სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** პროექტის მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრატეგიული ხედვა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@gpih.ge და გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject line" - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (მდგრადობის (ESRS) რეპორტინგის სპეციალისტი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2025 წლის 10 თებერვალი.
ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
|
|
|
|