Робота для біженців з України
ბობკეტის ოპერატორი - ფოთი, ანაკლია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბობკეტის ოპერატორი
მომწოდებელი: პრაიმ ბეტონი
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბობკეტის ოპერატორის პოზიციაზე.

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს.

სამუშაო ადგილი: ფოთი/ანაკლია (სამშენებლო ობიექტის შესაბამისად)
განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** S კატგორიის მართვის მოწმობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ბობკეტის მართვა;
** ტექნიკის შემოწმება/შეპოხვა;
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება;
** გრუნტის სამუშაოების შესრულება;
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2025 წლის 10 თებერვლის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595730718

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე