Робота для біженців з України
Back-end დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Back-end დეველოპერი
მომწოდებელი: გრინვეი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 იანვარი / ბოლო ვადა: 10 თებერვალი
"გრინვეი" თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, მოქნილ და უსაფრთხო ტექნიკური ინსპექტირების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით. გრინვეის პარტნიორია მსოფლიოს 70 ქვეყანაში მოქმედი, ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების მსოფლიო ლიდერი Applus+ რომლის გამოცდილების გათვალისწინებით "გრინვეი" საფუძველს უყრის საქართველოში პირველ, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების ქსელს. კომპანიის მიზანია თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვა ერთ უწყვეტ პროცესად აქციოს.

სს "გრინვეი საქართველო" აცხადებს ვაკანსიას Back-end დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
ბენეფიტები: დაზღვევა, FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული პროგრამის განვითარება და მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** პროგრამის ფუნქციონირების, სისტემის არქიტექტურის და პერფორმანსთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გადაჭრა;
** ბიზნეს ამოცანების ანალიზისა და ტექნიკური იმპლემენტაციის გეგმის შემუშავებაში ჩართულობა გუნდთან ერთად;
** პროექტებზე მუშაობა შესაბამისი დედლაინების გათვალისწინებით;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები და ტექნოლოგიური უნარები:

** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება .Net დეველოპერის პოზიციაზე.

შემდეგი ტექნოლოგიების ცოდნა:

** Deep understanding of .Net Core concepts
** Deep understanding of OOP principles
** S.O.L.I.D Principles
** MS SQL and/or PostgreSQL
** Essential design principles/patterns
** unit testing tool/framework (xunit or nunit) (optional)
** ode versioning tools (GIT at least)
** REST, GraphQL (optional)
** Data structures and algorithms

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@gwg.ge სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - Back-end დეველოპერი.

გაცნობებთ რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "გრინვეი საქართველოს" მხრიდან დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების, სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. გრინვეი - არა დისკრიმინაციას! გაცნობებთ რომ თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ინფორმაციის დამუშავების თაობაზე, მოითხოვოთ მისი გასწორება, წაშლა, განახლება, განადგურება. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ სს "გრინვეი საქართველოს" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს: შპს "Privacy Professionals"; მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი №3; ელ. ფოსტა: privacyprofessionalsgeo@gmail.com. მონაცემების შენახვის ვადაა 3 (სამი) წელი.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე