Робота для біженців з України
ავტოპარკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოპარკის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 08 იანვარი / ბოლო ვადა: 08 თებერვალი
პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ავტოპარკის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა: ავტოპარკის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და მოვლა-შენახვაზე. მან უნდა უზრუნველყოს კომპანიის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მოვლა-შენახვა და განკარგვა, ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესაბამისად.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

** ორგანიზება გაუწიოს კომპანიისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას და გაყიდვას, საჭიროების შემთხვევაში;
** უზრუნველყოს კომპანიის ავტომანქანების მოვლა-შენახვა, მათ შორის: უზრუნველყოს ავტომანქანების რეგულარული სერვისი და შეკეთება დაზიანების შემთხვევაში; მოლაპარაკებები აწარმოოს და ითანამშრომლოს ავტოსამრეცხაოებთან კომპანიის ავტომანქანების რეცხვის მომსახურების თაობაზე;
** უზრუნველყოს ავტომანქანების დაზღვევა; კომუნიკაცია იქონიოს სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი;
** აკონტროლოს ავტომანქანების ტექდათვალიერების ვადები და მიაწოდოს ინფორმაცია მძღოლებს; წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ბუღალტერიაში აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისათვის;
** განახორციელოს ავტომანქანების პარკირების საშვების შეძენა და ვადების კონტროლი; აკონტროლოს ავტომანქანების ჯარიმების ვადები და ორგანიზება გაუწიოს მათ დროულად გადახდას;
** შეიძინოს საწვავი და აკონტროლოს მარაგები; განკარგოს საწვავის ბარათები და ლიმიტები;
** მართოს საორგანიზაციო საკითხები ჯიპიესის მიმართულებით, მათ შორის, ჯიპიესის კონტროლის პორტალზე მართოს კომპანიის კლიენტების მისამართების ბაზები;
** დაიქირაოს ამწე-კალათი და დამატებითი ავტომანქანები მოთხოვნისამებრ.

დამატებითი ფუნქცია:

საჭიროების შემთხვევაში, იშვიათად, ავტოპარკის მენეჯერს შესაძლოა მოუწიოს მცირე სარემონტო-შესაკეთებელი სამუშაოებისათვის ხელოსნების ან სერვის-კომპანიების მოძიება-შერჩევა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაკონტროლება ასევე, შესაბამისი სამეურნეო მასალის შეძენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook Excel,) ცოდნა;

პიროვნული თვისებები

** ორგანიზების უნარი;
** სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. დისტანციურად
** ანაზღაურება: 1200 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე