დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
Wishlist
|
გამოქვეყნდა: 08 იანვარი
/ ბოლო ვადა: 08 თებერვალი
|
საბავშვო პროდუქციის ყველა დიდი მაღაზია საქართველოში "Wishlist.ge" - "ვიშლისთი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი - გეგმის შესრულების შესაბამისად;
** სამუშაო საათები: სრული განაკვეთით.
** სამუშაო დღეების რაოდენობა: 2 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე მონაცვლეობით.
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** ფასდაკლება ჩვენს პროდუქციაზე თანამშრომლებისთვის და მათი მეგობრებისთვის;
** მზარდი ანაზღაურება.
ფუნქცია/მოვალეობები:
** დილით სალაროს დათვლა;
** სალაროზე ნივთის პროგრამულად გატარება, თანხის აღება, ქვითრის ამოღება;
** ნივთის გადაცვლის შემთხვევაში პროგრამასთან მუშაობა;
** დაბრუნებულ და გაუქმებულ ქვითრებზე აქტის შედგენა;
** საღამოს სალაროს დახურვა;
** ნავაჭრი თანხის შეტანა ბანკში;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** სასურველია მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და თავაზიანი მომსახურების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** უპირატესობა მიენიჭება 1C პროგრამის ცოდნას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: cv@wishlist.ge გთხოვთ, "subject"-ის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|