Робота для біженців з України
ვადაგადაცილებული სესხების დისტანციური ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ვადაგადაცილებული სესხების დისტანციური ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: პრობლემური აქტივების სააგენტო
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"პრობლემური აქტივების სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ვადაგადაცილებული სესხების დისტანციური ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: მოქნილი (მსეხებელთან კომუნიკაცია ნებადართულია 08:00-დან 22:00-მდე, კომუნიკაციის სიხშირე და დრო შესაძლოა მოერგოს კანდიდატის გრაფიკს)
სამუშაო ადგილი: საქართველო, შესაძლებელია სახლიდან გაუსვლელად
ანაზღაურება: ზრდადი ბონუსური - ამოღებული თანხის 20%. (მაღალეფექტურ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია მომატებული %%).

სამუშაოს აღწერილობა:

** პრობლემური აქტივების მართვა დისტანციური მართვის სისტემების გამოყენებით;
** პრობლემურ მსესხებლებთან სატელეფონო ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით;
** პორტფელის სისტემატური მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel);
** სასურველია პრობლემური სასესხო აქტივების მართვის გამოცდილება;
** ასაკი შეუზღუდავია.

ტექნიკური მოთხოვნები:

** უწყვეტი ინტერნეტი და ელექტროენერგია კანდიდატის მისამართზე;
** საკუთარი კომპიუტერი და ტელეფონი კომპანიის სიმ ბარათის მოსათავსებლად;
** ულიმიტო მობილურ კავშირს უზრუნველყოფს კომპანია.

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება და ინტუიცია;
** პრინციპულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანდასახულობა და განვითარების სურვილი.

გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: hr@pas.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე