Робота для біженців з України
დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: სასტუმრო ონიქს თბილისი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
სასტუმრო "ონიქს სითი სენთერი" თბილისში აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სასტუმრო "სასტუმრო "ონიქს სითი სენთერ" მის: პეკინის 30
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე 09:00-18:00 საათამდე
დასვენება: კვირაში 2 დღე
ანაზღაურება: განისაზღვრება ინდივიდუალურად გამოცდილების მიხედვით

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სუბორდინაციის დაცვა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პასუხისმგებელია მთელი სასტუმროს სისუფთავეზე, წესრიგსა და იერ-სახეზე;
** ამოწმებს, თუ რამდენად ლაგდება ოთახები კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
** პასუხისმგებელია დასუფთავების სამსახურის სისტემებისა და პროცედურების შემუშავება-დანერგვაზე;
** ამზადებს რეპორტებს მენეჯმენტისთვის;
** პასუხისმგებელია სტუმრების კმაყოფილებაზე;
** ატარებს ტრენინგებს თანამშრომლებისთვის და ამოწმებს მის ეფექტურობას;
** ახალი თანამშრომლების გადამზადებას;
** მაღალი დატვირთულობის შემთხვევაში, ეხმარება თავის პერსონალს ნომრების დასუფთავებაში;
** საერთო სივრცეების და თანამშრომლების გასახდელების ყოველდღიური შემოწმება;
** თანამშრომლებთან ყოველდღიური შეხვედრების ორგანიზება;
** ტექნიკურ განყოფილებასთან შეთანხმებით, ოთახებისა და საზოგადოებრივი ფართების გეგმური შემოწმების კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
** სასურველია სასტუმროს მართვის პროგრამის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებისადმი ყურადღებიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onyxtbilisi.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე