დასახელება:
საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ადლი
|
გამოქვეყნდა: 06 იანვარი
/ ბოლო ვადა: 06 თებერვალი
|
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება.
ჩვენთან დასაქმებით გპირდებით:
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ, მობილურის ულიმიტო კორპორაციულ პაკეტს;
** სამსახურეობრივი მიზნებისთვის, ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
** შვებულების 24 სამუშაო დღესა და დამატებით 4 Day Off-ს;
** ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე.
სამშენებლო კომპანია "ადლი"-ში ვეძებთ გუნდის წევრს სამშენებლო ობიექტზე საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის თანამდებობაზე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სამშენებლო ობიექტზე მიღებული მასალის/ინვენტარის ვიზუალური დათვალიერება, გადათვლა და შეკვეთასთან შესაბამისობის დადასტურება; დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირისთვის შეტყობინება;
** საწყობში შემოსული მასალების/ინვენტარის შესაბამისი წესის მიხედვით დასაწყობება;
** პასუხისმგებელი პირის მიერ მოთხოვნილი მასალის/ინვენტარის საწყობიდან გაცემა, აღრიცხვა და გამოყენების შემდგომ ინვენტარის საწყობში დაბრუნების უზრუნველყოფა;
** საწყობის სისტემატური ინვენტარიზაცია და პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შედარება;
** სამშენებლო ობიექტზე ინვენტარიზაციის პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** სამშენებლო ობიექტებიდან მასალების გამოტანის და მომწოდებლებთან ჩაბარების ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტის სისტემატური შემოვლა, დაზიანებული მასალების ან/და სამშენებლო მასალების არასწორი ექსპლუატაციის აღმოჩენა, მასალების დასურათება, შესაბამისი აქტის შედგენა და პასუხისმგებელი პირებისთვის მიწოდება;
** სამშენებლო მასალების გამოხსნის პროცესზე დასწრება და დაზიანებების გამოვლენა;
** ობიექტზე არსებული მარაგების/ინვენტარის/მასალის ნაშთის მართვა;
** ხელმძღვანელ პირებთან რეპორტინგის წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე/სამშენებლო ობიექტზე მსგავსი ფუნქციონალით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
სამუშაო პირობები:
** გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 09:00:18:00 სთ;
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნუცუბიძის მე-4 პლატო;
** ანაზღაურება: ყოველთვიური, შეთანხმებადი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 06 თებერვალი, 2025 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია " ადლი", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|