Робота для біженців з України
საოპერაციო ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო ექთანი
მომწოდებელი: ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
ს.ს. "კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: საოპერაციო ექთანი

სავალდებულოა:

** საშუალო სპეციალიზებული ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (IV კურსიდან);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სასურველია:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, კვირაგამოშვებით.
მისამართი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: Vacancy.Surgery@aversi.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (საოპერაციო ექთანი). საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 25 იანვარი.

ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.kirurgia.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე