Робота для біженців з України
საუზმის მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საუზმის მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო ეპიზოდი
გამოქვეყნდა: 06 იანვარი / ბოლო ვადა: 06 თებერვალი
"სასტუმრო ეპიზოდი" შექმნილია ენერგიული, დინამიური მოგზაურებისთვის, რომლებიც ეძებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ ადგილს, არამედ დასამახსოვრებელ გამოცდილებას. სასტუმროს უნიკალურობა მომსახურების მიღების სიმარტივეშია. ეპიზოდს მოქნილობა და თანამედროვე ტექნოლოგიებთან სრული ადაპტაცია გამოარჩევს. გზა, რომელიც სტანდარტულად სასტუმროებში ფიზიკური სახითაა, ჩვენ მას მომხმარებელს ციფრულად ვთავაზობთ. სასტუმრო მოიცავს 118 ნომერს, სპორტულ დარბაზს, საკონფერენციო და შეხვედრების ოთახებს, ბარ-რესტორანს და მწვანე სივრცე-ატრიუმს.

სასტუმრო "ეპიზოდ ჰოტელს" აცხადებს ვაკანსიას საუზმის მზარეულის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პეკინის ქ. 41
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო და 2 დასვენების დღე. კვირაში 40 სთ. 06:00-15:00 (ტრანსპორტირება)
ანაზღაურება: 1200 +
ბენეფიტები: კვება / დაზღვევა / ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სისტემა.

ძირითადი მოვალეობა:

** საუზმის მომზადება არსებული რეცეპტებისა და კალკულაციების დაცვით;
** საჭირო ინგრედიენტების მომზადება და დამუშავება;
** საკვები პროდუქტების შენახვა დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** საუზმის სივრცის მოწესრიგება, სერვირება;
** სამზარეულოში ჰიგიენური გარემოს უზრუნველყოფა შესაბამისი სტანდარტების დაცვით;
** პროდუქტების მარაგის კონტროლი;
** სტუმრების ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინება;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

** სასურველია მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასტუმროში საუზმის მომზადების სპეციფიკის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კვების პროდუქტების შენახვისა და დამუშავების სტანდარტების ცოდნა;
** შეკვეთებზე სწრაფად რეაგირება და ხარისხიანად შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პუნქტუალურობა/ორგანიზებულობა;
** ხარისხზე ორიენტირებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: career@episodehotels.com, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება - "საუზმის მზარეული".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ეპიზოდ ჰოტესლმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე