Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=605437&print=yes&view=jobs
 
HR კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 28 დეკემბერი / ბოლო ვადა: 28 იანვარი
კომპანია "აგროჰაბი", ნატურალური პროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში! აცხადებს კონკურსს ადამიანური რესურსების კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ე.ანდრონიკაშვილის #151

ძირითადი მოვალეობები:

** HR პროგრამული სისტემის მართვა;
** სტრუქტურული ერთეულებისთვის დებულებების შემუშავებაში ჩართულობა;
** სახელფასო გრეიდებისა და რეინჯების განსაზღვრა;
** ფეიროლის მართვა;
** თანამშრომელთა დაზღვევის და სხვა ბენეფიტების აღრიცხვა/ადმინისტრირება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, სხვადასხვა რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ფსიქოლოგიის მიმართულებით;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** MS Excel - მაღალ დონეზე ცოდნა;
** შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** Hr soft - Vabaco -ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პერსონალური თვისებები:

** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური;
** პასუხისმგებელი, პროფესიონალი, გუნდური მოთამაშე;
** პუნქტუალური.

კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@agrohub.ge

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, კომპენსაციებისა და ადმინისტრირების მენეჯერი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის რეზიუმე გაუზიაროს მესამე პირ (-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია