დასახელება:
ოფისის მენეჯერი/ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბს/2 ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს/ადმინისტრატორს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
Explore BS/2 Georgia: Office Tour, Team Events, and More
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:
** ადმინისტრაციული მხარდაჭერა/კალენდრისა და კორესპონდენციის მართვა, შეხვედრების, თათბირების და სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა;
** კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
** ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისთვის, ავიაბილეთების დაჯავშნა/შეძენა, სამოგზაურო დაზღვევების, სასტუმროს, ტრანსპორტისა და მოგზაურობის მარშრუტის უზრუნველყოფა;
** სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა;
** შეხვედრის შემაჯამებელი პროტოკოლების შედგენა და პრეზენტაციების მომზადება;
** დაგეგმილი მიმდინარე პროექტების ეტაპების მონიტორინგი და ინფორმირება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** ვადების კონტროლი და ინფორმაციის უკუკავშირის მიღების უზრუნველყოფა;
** სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
** დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
** სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
** ტაქსის აპლიკაციის მართვა;
** ფოსტასთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის B1 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
** ანაზღაურება: 1200 - 1500 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი / ადმინისტრატორი
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|