Робота для біженців з України
ლოჯისტიკის სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის სტაჟიორი
მომწოდებელი: ნესტლე
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
შპს "ნესტლე საქართველო" დამწყებ სპეციალისტებს გიწვევთ, რომ შემოუერთდეთ ჩვენს ლოჯისტიკის გუნდს და მიიღოთ მონაწილეობა ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში!

"ნესტლე" არის მსოფლიოში კვების პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომლის მისიაა - ცხოვრების ხარისხის გაზრდა და ჯანმრთელი გარემოს უზრუნველყოფაში წვლილის შეტანა. ჩვენს მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს ვთავაზობთ, რომელიც არამხოლოდ ადამიანების, არამედ მათი საყვარელი შინაური ცხოველების ცხოვრებასაც აუმჯობესებს. "ნესტლეს" პროდუქტების პორტფელი მოიცავს ორი ათასზე მეტ ბრენდს, მათ შორის მსოფლიოში ცნობილი NESCAFÉ, Maggi, KitKat და Nesquik. ჩვენი ისტორია დაიწყო 150 წლის წინ შვეიცარიის ქალაქ ვევეიში, და დღემდე ვაგრძელებთ ინოვაციების და ხარისხის გზას.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციებია:

** ლოჯისტიკის ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა;
** ანგარიშგების პროცესის მხარდაჭერა.

ჩვენ თქვენგან ველოდებით:

** სრულ ან არასრულ უმაღლეს განათლებას;
** განვითარებულ ანალიტიკურ უნარებს;
** ინგლისური და რუსული ენების კარგ ცოდნას;
** პასუხისმგებლობას და დეტალებზე ორიენტირებულობას.

ჩვენ გთავაზობთ:

** 1 წლიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვების დანამატს;
** სრულ სამუშაო დღეს, რაც საშუალებას მოგცემთ, სრულად ჩაერთო პროცესში;
** სამუშაო პროცესში სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს თქვენს პროფესიულ ზრდას;
** გამოცდილების მიღების შესაძლებლობას მსოფლიოში ცნობილ კომპანიაში, სადაც თქვენი იდეები და ინიციატივები დაფასებული იქნება.

სტაჟირებით დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე jobs@ge.nestle.com. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5/01/2025. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გახდით "ნესტლეს" გუნდის ნაწილი, სადაც თითოეული გუნდის წევრი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენი საერთო მიზნის მიღწევაში.

ველით თქვენს განაცხადს!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს კომპანია "ნესტლე"-ს ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს) შპს "ნესტლე საქართველოს" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 [სამი] წლის ვადით.
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: jobs@ge.nestle.com

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე