დასახელება:
რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში უმცროსი ექიმი
|
მომწოდებელი:
რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
შპს "რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეანიმაცია-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში (ICU) უმცროსი ექიმის პოზიციაზე.
ვაკანტური პოზიცია - 3 (სამი).
ადგილმდებარეობა: ზუგდიდის რაიონი, სოფ. რუხი, მე-19 ქ., N23.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტებისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების შესაბამისად;
** უსაფრთხოების ნორმის დაცვა-ეკიპირება პაციენტთან შესვლის წინ;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** სტაციონარული პაციენტების მართვაში მონაწილეობის მიღება პასუხისმგებელი ექიმის ზედამხედველობით;
** ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის მართვა;
** სამედიცინო დოკუმენტაციაში მონაწილეობა მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება;
** სამედიცინო მანიპულაციების განხორციელება ექიმის მეთვალყურეობით;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
მოთხოვნები:
** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამკურნალო საქმის სპეციალობით;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@rukhihospital.ge. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფო"-მ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|