დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
სმოტორსი
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
"Smotors"-ი აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, მ. გახოკიძის 4. (ისთ ფოინთის გვერდით)
სამუშაო გრაფიკი: სრული.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "Smotors"-ი 2001 წლიდან წარმატებით ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, სპეც-ტექნიკის, სასოფლო-სამეურნეო მანქანების, ავტობუსების და მოპედების იმპორტს და დისტრიბუციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, ჩვენი კომპანია მომხმარებელს სთავაზობს რეალიზებული პროდუქციის თანმდევ სერვისს - ავტოტექმომსახურების სრულ ასორტიმენტს უმაღლესი და მხოლოდ ევროპული ხარისხის საცხებ -საპოხ მასალებთან ერთად.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ გუნდის წევრების აკადემიური და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი სტანდარტის მომსახურება.შესაბამისად, კომპანიაში მუშაობა სწრაფი ტემპითა და მკაცრად განსაზღვრული დედლაინებით მიმდინარეობს, რისთვისაც შერჩეულ კანდიდატს მოეთხოვება: თვითდისციპლინა, ორგანიზებულობა, დროის ეფექტური მართვის უნარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge/
"Smotors" - ხარისხი დეტალებშია!
სამუშაოს მოკლე აღწერა:
** ცხელ ხაზზე დაფიქსირებულ ყველა სატელეფონო ზარზე დროული პასუხი;
** თითოეული ზარის CallApp-ში დამუშავება;
** მომხმარებლის საჩივრის მოსმენა და მათი აღნიშვნა, პრობლემისთვის სწორი კატეგორიის მინიჭება
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად და ამომწურავად მიწოდება;
** მომხმარებლის მოსმენა, მათი პრობლემების დეტალური ჩანიშვნა და შემდგომი დაფიქსირება;
** საჭიროების შემთხვევაში გამავალი ზარების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
** შემომავალი და გამავალი ზარების საფუძველზე მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების შექმნა და ფაილინგი;
** განხორციელებული ზარების საფუძველზე ინფორმაციების ყოველკვირეული დამუშავება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ კომპანიას, დინამიკური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** სხვა წამახალისებელ ბენეფიტებს სამუშაოს შესრულების ხარისხსა და შედეგებზე დაყრდნობით.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელმისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.
კომპანია "Smotors"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|