დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ვინ ვინ
|
გამოქვეყნდა: 25 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 25 იანვარი
|
კომპანია "ვინ ვინ", აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე, თბილისში.
შპს "ვინ ვინ" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც გთავაზობთ სილამაზის სალონის ინვენტარის ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს. კომპანია ორიენტირებულია პროცესების ოპტიმიზაციაზე და ნერგავს ტექნოლოგიებს როგორიცაა სელფი, საკურიერო აპლიკაცია და ა.შ. კომპანიას გამოარჩევს თანამშრომლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება და მათზე ზრუნვის კულტურა.
სამუშაო ადგილი: ბელიაშვილის 43ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით; 09:00-18:00 ან 10:00-19:00
ანაზღაურება: 1200 ლარი
კვების თანხა: 100 ლარი
ბონუსი (ფუნქცია-მოვალეობების კარგად შესრულებისათვის)
მოლარე-ოპერატორის ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობები:
** ინვოისების, ზედნადებების, ანგარიშფაქტურების წარმოება
** დებიტორების კონტროლი
** სალარო ოპერაციების განხორციელება-დღის დასაწყისში თანხების კონტროლი, თანხის აღება მომხმარებლისგან, ჩეკის გაცემა და დღის ბოლოს სრული თანხობრივი აღრიცხვა
** გაყიდვებთან დაკავშირებული, ყოველდღიური ოპერაციების წარმოება პროგრამაში "ოპტიმო"
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მისი თანამდებობრივი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საბუღალტრო ოპერაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პერსონალური უნარები:
** დეტალების მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ემოციების მართვის უნარი
თანამშრომლის სარგებლის სისტემა:
** ჯანმრთელობის დაზღვევის საბაზისო პაკეტი
** Dealz.ge - შიდა კორპორატიული 0% პროცენტიანი განვადება
** ფიტპასის თანადაფინანსება
** დასვენების დღე საკუთარ დაბადების დღეზე
** კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება და 4 დამატებითი თავისუფალი დღე
** კორპორატიული შეკრებები - 3 თვეში ერთხელ (გუნდის წევრების დაფასების და მათდამი მადლიერების ღონისძიებები)
** ხელფასის ყოველწლიური ზრდა სტაჟის და ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიხედვით
** დღის განმავლობაში, მნიშვნელოვანი პირადი საქმეებისთვის, გონივრული ვადით განთავისუფლების შესაძლებლობა
** შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა
** საპენსიო ფონდში ფიზიკური პირის მიერ განსახორციელებელ აუცილებელ შენატანს იხდის კომპანია
** მეგობრული და სტრესისგან თავისუფალი გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: mar.shioshvili@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს "ვინ ვინ"-ის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ვინ ვინ" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ვინ ვინ"-ის მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|