Print | Close
https://jobs.ge//ge/ads/?id=604939&print=yes&view=jobs
 
პროექტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროექტის ასისტენტი
მომწოდებელი: საქართველოს არბიტრთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 10 იანვარი
"საქართველოს არბიტრთა ასოციაცია" აცხადებს ვაკანსიას პროექტის ასისტენტის პოზიციაზე.

"საქართველოს არბიტრთა ასოციაცია", USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს პროექტის ასისტენტის შესარჩევად.

საქართველოს არბიტრთა ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო/არაკომერციულ ორგანიზაციას და, როგორც არბიტრთა პროფესიული თვითრეგულირების გაერთიანება, დაფუძნდა 2013 წლის 22 აპრილს. ასოციაციის მიზნები:

** არბიტრაჟის, როგორც დავების ალტერნატიული გადაწყვეტის ეფექტიანი მექანიზმის შესახებ ცნობადობის და მისდამი ნდობის ამაღლება საზოგადოებაში
** საქართველოში მოქმედ არბიტრთა კვალიფიკაციის ამაღლება და მათი პროფესიონალიზმის მინიმალური სტანდარტის უზრუნველყოფა
** პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრება
** საქართველოში არბიტრაჟის გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა, საკანონმდებლო თუ სხვა სახის ინიციატივების მეშვეობით

ამ მიზნების მისაღწევად ასოციაცია ქმნის სამუშაო ჯგუფებს, თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იწვევს ექსპერტებს და აწყობს შეხვედრებს და დისკუსიებს დაინტერესებულ მხარეებთან. ასოციაციის მართვას ახორციელებს მმართველი საბჭო. ასოციაციის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ.გვერდს https://www.gaa.ge/

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

პროექტის ასისტენტმა პროექტის კოორდინატორთან მჭიდრო კოორდინაციით უნდა უზრუნველყოს:

** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (მათ შორის სტუდენტური ეროვნული შეჯიბრი/იმიტირებული სასამართლო პროცესი არბიტრაჟში; ბიზნეს ფორუმი - არბიტრაჟი ბიზნესისთვის; პროექტის ფარგლებში ორგანიზებული განგრძობითი პროფესიული განათლების და სამომხმარებლო არბიტრაჟის სამუშაო ჯგუფები და სხვა)
** პროექტის ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა;
** პროექტის მენეჯერის მიერ გაცემული სხვადასხვა დავალებების შესრულება" პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით.

სახელშეკრულებო პირობები: საქართველოს არბიტრთა ასოციაცია იწვევს პროექტის ასისტენტს ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ (ყოველთვიური 50%-იანი დატვირთულობით), ორთვენახევრიანი/სამთვიანი ხელშეკრულებით.

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ ფიზიკურ პირებს

მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი სამართლის სფეროში
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, წინამდებარე განცხადებაში მითითებული მსგავსი მოვალეობების შესრულებაში
** სამუშაო გამოცდილება არასამთავრობო სექტორში და/ან საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ჩაითვლება უპირატესობად
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) არაუგვიანეს 10 იანვრის 18:00 სთ, შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - tmetreveli@gaa.ge

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული მონაცემები/რეზიუმე დამუშავდება საქართველოს არბიტრთა ასოციაციის მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცესების წარმართვის მიზნით. მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნობრიობით და თქვენი ნებართვის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირებს. კანდიდატის შესახებ ინფორმაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია