დასახელება:
ფინანსური მენეჯერის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი,
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო დრო არის საღამოს ცვლა 18:30-02:30 საათამდე (კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას)
ძირითადი ფუნქციები:
** ფინანსური ინფორმაციის შეგროვება, ტრანზაქციების გადამუშავება, შესაბამისი ქმედებების გატარება აღრიცხვის სისტემაში;
** კრედიტორული დავალიანების დაფარვა/კონტროლი;
** ბანკის საგადახდო დავალებების შექმნა;
** სამსახურებრივ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, (სასურველია - ფინანსებისა და/ან ბიზნესის მიმართულებით);
** ინგლისური ენის ცოდნა (B2 მინიმუმ - სავალდებულოა);
** საოფისე პროგრამების, კერძოდ MS Excel ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ფიტპასი;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pab.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.
|
|
|
|