Робота для біженців з України
ტექნიკოსი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: ელთ ბილდინგი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის თანამდებობაზე.

"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსსა და ჯილდოს.

უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას.

ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში.

"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზაინის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში (2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1200 ლარიდან

ძირითადი მოვალეობები:

** ტექნიკის გამოყენების ცოდნა მისი სრული ინსტრუქციის დაცვით და სტუმრის საჭიროებებიდან გამომდინარე;
** ყველა არსებული გასაღებების, ელექტრონული ბარათების და სხვა მნიშვნელოვანი ნივთების შენახვა-უზრუნველყოფა;
** უზრუნველყოს სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე არსებული დანადგარების, ტექნიკური ინვენტარის (კონდიციონერების, ტელევიზორების) შეკეთება, მოვლა და პატრონობა;
** აღჭურვილობის და სამუშაო იარაღების მოვლა და გაფრთხილება;
** კომპანიის უსაფრთხოების წესების გაცნობა და დაცვა;
** პასუხისმგებლობით მიუდგეს საინჟინრო განყოფილების გამართულ და ეფექტურ მუშაობაზე;
** მუდმივად მოაწესრიგოს სათადარიგო ნაწილები და მათი სწორად დასაწყობება;

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com. სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე