დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
ელთ ბილდინგი
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "ელთ ბილდინგი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის თანამდებობაზე.
"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე და მალევე მოიპოვა აღიარება და ნდობა. კომპანია ფლობს ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესის სტატუსსა და ჯილდოს.
უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას მომხმარებლები იღებენ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობას.
ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში საქართველოში. ისეთი პროექტები, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ნამდვილად გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რადგან ეს არის ახალი სიტყვა, კონცეფცია და მოდელი სამშენებლო დეველოპერული ბაზრის სეგმენტში.
"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის არა მხოლოდ მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზაინის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში, არამედ მუდმივი ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე.
ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი კვირაში (2 დღე დასვენება)
ანაზღაურება: 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** შიდა-ელექტრო გაყვანილობის, ავტომატიზირებული მოწყობილობების, ჩამრთველების,
ძრავების ელექტროგაყვანილობის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** ნათურების გამოცვლა ოფისის და საწარმოს ტერიტორიაზე;
** დანადგარების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა კომპეტენციის ფარგლებში;
** პრევენციული სამუშაოების ჩატარება და განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულება საჭიროების შემთხვევაში (კომპეტენციის ფარგლებში)
საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ფიზიკურად შრომის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** 5 დღიან სამუშაო კვირას, მცოცავი გრაფიკით;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@eltbg.com. სათაურის ველში, გთხოვთ აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|