დასახელება:
აღწერის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ფინარეა
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
საბუღალტრო კომპანია "ფინარეა"-ს ძირითადი საქმიანობებია: სხვადასხვა კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.
"ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 800 ლარი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამის ცოდნა (სასურველია).
უნარები:
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
** დაკვირვებულობა, ყურადღებიანობა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კარგი კონცენტრაციის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება.
** კარგი მათემატიკური უნარი.
მოვალეობები:
** დოკუმენტაციის დამუშავება.
** ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება.
** ინფორმაციის კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამაში ასახვა.
** შედეგების დამუშავება, ანალიზის გაკეთება.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
სამუშაო ადგილი: თბილისი.
P.S გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ აღნიშნულ განცხადებაში მითითებული არის შრომის ანაზღაურება, გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ეს ანაზღაურება მისაღებია.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - infofinarea@gmail.com
CV - ის გამოგზავნისას გთხოვთ "Subject"- ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (აღწერის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში CV ვერ განიხილება.
|
|
|
|