Робота для біженців з України
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.
ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები. კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი.
ანაზღაურება: 1200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება და მონიტორინგი;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების მართვის პროცესში მონაწილეობა;
** მომწოდებლებსა და მომხმარებლებთან ბუღალტრული შედარებების განხორციელება;
** ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების პროცესში ჩართულობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია, საბუღალტრო პროგრამა FINA-ს ცოდნა;
** სასურველია RS.GE-ზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS OFFICE) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** მოქნილობა;
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "უმცროსი ბუღალტერი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე