Робота для біженців з України
ადვოკატი - თბილისი, აჭარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატი
მომწოდებელი: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 07 იანვარი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საიას თბილისის და აჭარის ოფისებში, სისხლის და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ადვოკატების პოზიციაზე.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანია ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებების დაცვა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე და საზოგადოებისთვის კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ორგანიზაცია მუშაობს ქვეყნით მასშტაბით 8 რეგიონში და სხვა სტრატეგიულ მიზნებთან ერთად უზრუნველყოფს უფასო იურიდიული მომსახურების გაწევას. ორგანიზაციის მისიაა - ყველასთვის სამართლიანი გარემოს ფორმირება დემოკრატიული მექანიზმების გაუმჯობესების გზით.

პოზიციის დასახელება: სისხლის და სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ადვოკატი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-ხუთშაბათი 10:00-18:00 სთ, პარასკევი 10:00-14:00 სთ.)
სამუშაო ადგილი: სისხლის სამართლის ადვოკატი - საიას აჭარის ფილიალის ოფისი
სამოქალაქო/ადმინისტრაციული მიმართულების ადვოკატი - საია თბილისის ოფისი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე

ძირითადი ფუნქციები:

** დისკრიმინაციის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვა;
** საადვოკატო საქმეების წარმოებაში მიღება და მასზე უფასო საადვოკატო მომსახურების განხორციელება;
** პირადი, სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაცემა;
** ორგანიზაციაში შემოსული განცხადებების გაცნობა და შესაბამისი რეაგირება;
** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** სასამართლო პრაქტიკის მოძიება და გაანალიზება.

სისხლის სამართლის ადვოკატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (აჭარა):

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის მოწმობა სისხლის სამართლის ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სისხლის სამართლის სამართლის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.

სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (თბილისი):

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადვოკატის მოწმობა სამოქალაქო/ადმინისტრაციული ან საერთო სამართლის სპეციალიზაციით;
** იურისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ბენეფიციარებთან სწორი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი შრომის დისციპლინა;
** შემჭიდროებულ ვადებში სამუშაოს დროულად შესრულების უნარი;

ეტაპები:

** პირველ ეტაპზე მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა;
** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან წერით დავალებას;
** მესამე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან გაიმართება გასაუბრება.
კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან წერითი ეტაპი და გასაუბრება ჩატარდება იანვრის პირველ ნახევარში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 7 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები ელექტრონული სახით:

** რეზიუმე (CV);
** სამოტივაციო წერილი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
** ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი მოწმობა.

საბუთების არასრულად მიღების შემთხვევაში კანდიდატის აპლიკაცია არ განიხილება!

შერჩეულ კანდიდატთან ორგანიზაცია გააფორმებს 3 თვიან ხელშეკრულებას გამოსაცდელი პერიოდით. ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას შეფასდება გაწეული საქმიანობა და აღნიშნულის გათვალისწინებით გადაწყდება მასთან შრომითი ურთიერთობის გაგრძელების საკითხი. ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.

მითითებული დოკუმენტები ელექტრონული სახით უნდა გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@gyla.ge. მეილის "subject" ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: სისხლის სამართლის ადვოკატი ან სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი.

ელექტრონული განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 7 იანვარი, 18:00 საათი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე