Робота для біженців з України
კორპორაციული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული მომსახურებისა და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - "სითიქომის" გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ, მოტივირებულ, ორგანიზებულ და დეტალების მიმართ ყურადღებიან გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება კორპორაციულ მომხმარებელთა მხარდაჭერასა და პრობლემების გადაჭრაზე, პროდუქტის შეთავაზებასა და გაყიდვის პროცესის წარმართვაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კორპუსის მენეჯერების პორტფელის მართვა;
** კორპუსის მენეჯერების მიერ დაფიქსირებული ადმინისტრაციული საკითხების შესრულება და მათი მხარდაჭერა. რეპორტის გაგზავნა; მეილზე დაფიქსირებული პრობლემის/საკითხის დამუშავება, კონტროლი და დროული მოგვარება;
** პრობლემურ მისამართებთან მოლაპარაკებების წარმოება, წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** ახალი კორპუსის მენეჯერების ონბორდინგი, პრეზენტაციის ჩატარება, ინსტრუქციების მიწოდება და შეხვედრები საჭიროების შემთხვევაში;
** პორტფელში არსებულ სამეზობლოებთან დამატებითი მომსახურებების შეთავაზება/გაყიდვა (upsell).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მომხმარებელთან პირისპირ, სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
** კორპორაციული გაყიდვების გამოცდილება.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება შაბათ-კვირა
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1100 ლარი + საბონუსე სისტემა
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

რეზიუმეს ასატვირთად გადმოდით ბმულზე: https://link.citycom.ge/citycomcorpmanager

გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე