დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ნეოტექი
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 24 იანვარი
|
კომპანია "ნეოტექი" - უსაფრთხოების სისტემების ლიდერი კომპანია
2005 წლიდან ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების სისტემების "თანამედროვე გადაწყვეტილებებს".
ჩვენი მისიაა, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წვლილი შევიტანოთ უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაში.
ჩვენ ვქმნით კომპეტენტურ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და გიწვევთ თქვენ.
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** საოფისე ოპერაციების ეფექტური მხარდაჭერა და კოორდინაცია;
** საქმიანი მიმოწერისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა;
** შეხვედრებისა და მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** დოკუმენტაციის კონტროლი, მართვა და სათანადო სისტემატიზაცია;
** მონაცემთა ბაზების მართვა და განახლება.
მოთხოვნები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** საოფისე პროგრამების (MS Office და სხვა შესაბამისი ინსტრუმენტები) მაღალ დონეზე ცოდნა;
** FMG-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** მიზანდასახულობა და პროფესიული განვითარებისაკენ სწრაფვა;
** სიახლეების სწრაფი ათვისების უნარი;
** გადაწყვეტილებების მიღებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ?
** მეგობრული და კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** სტაბილური და კონკურენტუნარიანი პირობები.
თუ მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ ფოსტაზე: hr@neotech.ge. სათაურის (subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ: "ოფის მენეჯერი".
გაითვალისწინეთ: თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად და გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისათვის.
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|