დასახელება:
ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
წერეთელი ვაინ ენდ სფირთს
|
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 15 იანვარი
|
შპს "წერეთელი ვაინ ენდ სფირთს" აწარმოებს ღვინოს და სპირტიან სასმელებს 2012 წლიდან, ტრადიციული და თანამედროვე მეთოდების შერწყმით. ვამზადებთ პრემიუმ ხარისხის ქართულ ღვინოს, რომელიც პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
ვეძებთ ღვინის ჩამოსასხმელი ხაზის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს ხაზის ეფექტურ მართვას. აუცილებელია გამოცდილება ხაზის ოპერირების მიმართულებით.
მოვალეობები:
** ღვინის ჩამოსასხმელი აპარატის მართვა და კონტროლი.
** აპარატის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა და მცირე ხარვეზების აღმოფხვრა.
** უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
** ჩამოსასხმელი ხაზის ოპერირების გამოცდილება
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ხარისხისადმი ყურადღება.
** ტექნიკური და გუნდში მუშაობის უნარები.
რას გთავაზობთ: კონკურენტული ანაზღაურება და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა.
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** მდებარეობა: გურჯაანი, სოფ. ველისციხე
დაინტერესების შემთხვევაში, 15 იანვრამდე გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: lolishvilinikoloz@gmail.com
|
|
|
|