Робота для біженців з України
ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://skytel.ge/ge/main

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინრის პოზიციაზე.

უშუალო დაქვემდებარება - ტექნიკური მხარდაჭერის სამსახურის სუპერვაიზერი
დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის #23ა
გრაფიკი - ცვლიანი გრაფიკი (მათ შორის ღამის სმენები)
ანაზღაურება - 800 ლარი + ბონუსი (3 თვის შემდეგ 1000 ლარი + ბონუსი)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებით სარგებელი:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ავტომობილის დაზღვევა
** 50%-იანი ფასდაკლება კომპანიის სერვისზე
** FitPass

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის ზარების მიღება, პრობლემის იდენტიფიცირება და კომპეტენციის ფარგლებში, აღმოფხვრა;
** ტექნიკური პრობლემის გადამისამართება შესაბამის განყოფილებაში, მისი აღმოფხვრის მიზნით;
** მომხმარებლის ინფორმირება ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრის ვადებთან დაკავშირებით;
** მომხმარებლის ინფორმირება მომსახურების ზოგად პირობებთან დაკავშირებით;
** დადგენილი წესით, მონაცემთა ბაზაში ცვლილების დაფიქსირება;
** მოთხოვნისამებრ, საორიენტაციო პროგრამაში მონაწილეობა - სამუშაო ადგილზე ახალი თანამშრომლის/სტაჟიორის დატრენინგება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი დავალებების შესრულება

პასუხისმგებლობები:

** მომსახურების დროს სიზუსტის, ოპერატიულობის, თავაზიანობის და კორექტულობის დაცვა;
** მომსახურების სტანდარტის და ინსტრუქციების დაცვა;
** კომპანიისა და აბონენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
** კომპანიაში მიმდინარე სიახლეების გაცნობა, არსებული და ახალი პროდუქტების სიღრმისეული შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან/და კავშირგაბმულობის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება სატელეკომუნიკაციო ან/და ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფილით;
** ცოდნა - ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის ცოდნა
** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

უნარები/შესაძლებლობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის გადაწყვეტის უნარი (თავისი კომპეტენციის ფარგლებში);

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@skytel.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური მხარდაჭერის ინჟინერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე