Робота для біженців з України
მოლარე-რეგისტრატორი - არასრული განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-რეგისტრატორი - არასრული განაკვეთი
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 24 დეკემბერი / ბოლო ვადა: 24 იანვარი
(ა)იპ "ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი" აცხადებს მოლარე-რეგისტრატორის ვაკანსიას არასრულ განაკვეთზე

სამუშაო გრაფიკი: კვირაში სამი დღე 09:00 სთ-დან 17:30 სთ -მდე.
ანაზღაურება: 733 ლარი (დარიცხული)სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ლიუბლიანას 13/მ.ჭიაურელის 6)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია სამედიცინო მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება სასურველია (სასურველია 1 წელი სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე)
** MS Office-ს კარგი ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში, ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** ენერგიული;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

საკონტაქტო ელფოსტა: hospital@newvision.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე