Робота для біженців з України
სისტემური ინჟინერი - windows
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სისტემური ინჟინერი - windows
მომწოდებელი: ციფრული მმართველობის სააგენტო
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი / ბოლო ვადა: 05 იანვარი
სსიპ "ციფრული მმართველობის სააგენტო" აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის სისტემური ინჟინერი (windows).

ორგანიზაციის შესახებ:

სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს მიზნები საჯარო მმართველობის განხორციელებისას ციფრული მმართველობის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო სერვისების მიწოდება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობის უზრუნველყოფა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების განვითარება და უზრუნველყოფაა. დღეის მდგომარეობით, სააგენტოს 40-ზე მეტი სერვისით სარგებლობს ათეულობით კერძო და საჯარო დაწესებულება.

ჩვენი სააგენტოს ფუნქციები სამი ძირითადი მიმართულებითაა განსაზღვრული:

** ციფრული მმართველობა;
** ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოება;
** ინფორმაციულ-ტექნოლოგიური მხარდაჭერა.

სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
თანამდებობრივი სარგო: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების ინსტალაციის, მენეჯმენტის, ადმინისტრირების, პერიოდული განახლებისა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვის უზრუნველყოფა;
** სისტემების პრობლემების იდენტიფიცირება და გამოსწორება;
** სისტემების სარეზერვო კოპირებისა და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენის უზრუნველყოფა;
** Windows სერვერებისა და მათზე მომუშავე სერვისების მონიტორინგი, პრობლემების შემთხვევაში დროული რეაგირება და მათი აღმოფხვრა;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გარჩევა და დანერგვა დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით;
** მის მიერ მართვად სისტემებზე ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
** დეპარტამენტის/სამსახურის უფროსის მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშის წარდგენა;
** კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული უსაფრთხოების, მათ შორის, პერსონალური მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა;
** დასაქმებულის საქმიანობიდან გამომდინარე, ხელმძღვანელ (ებ)ის მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** Microsoft Windows-ის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი ადმინისტრირების გამოცდილება;
** Active Directory-ის სერვისების (AD DS, ADFS, GPO, AD CS)-ის ადმინისტრირების გამოცდილება;
** Blade სისტემებთან და SAN Storage-ებთან მუშაობის გამოცდილება;
** DNS, IIS, DHCP, SMTP, SMB, NTP, NFS, FTP სერვისების საფუძვლიანი ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** HTTP პროტოკოლის საფუძვლიანი ანალიზის უნარი;
** Microsoft Exchange Server-ის საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** Microsoft SharePoint და Microsoft SQL Server-ის საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** Microsoft System Center-ის პროდუქტების ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** OSI მოდელის ცოდნა;
** PowerShell-ის გამოყენებით სკრიპტების წერის გამოცდილება;
** VMware-ის პროდუქტების (vSphere, vCenter, ESXi, vSAN) საფუძვლიანი ცოდნა და ადმინისტრირების გამოცდილება;
** Windows Server (2012, 2016, 2019, 2022) სისტემების (GUI, Core) და მისი როლების / ფუნქციების ადმინისტრირების გამოცდილება;
** Wireshark-თან მუშაობის გამოცდილება;
** მონიტორინგის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (PRTG, Veeam ONE, AD audit, AD manager, Exchange reporter, ServiceDesk, Eventlog analyzer, Netflow);
** სარეზერვო ასლების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Veeam, PowerProtect Data Manager, Windows Server Backup);
** უსაფრთხოების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (Antivirus, Anti-SPAM);
** ქსელური ტექნოლოგიების ცოდნა;
** ჰიპერკონვერგენტულ (HCI) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობა;
** შედეგზე ორიენტაცია;
** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება.

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესების შემთხვევაში, 2025 წლის 05 იანვრის ჩათვლით, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - vacancy@dga.gov.ge
მეილის Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "სისტემური ინჟინერი (windows)".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე