დასახელება:
ტექნიკური მარაგების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
გეფა
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. გეფა-ს ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: PHARMADEPOT, GPC, The Body Shop და AFFLELOU.
გეფა, როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის ხელშეწყობაზე, სადაც თითო ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სხვლას უწყობს ხელს.
შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13
პოზიციის დასახელება: ტექნიკური მარაგების სპეციალისტი
პოზიციის ტიპი: სრული განაკვეთი
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას და ფასდაკლებების პაკეტს
** კვების დაფინანსებას
** სატრანსპორტო მომსახურებას
** ფიტპასით სარგებლობას
** მეგობრულ გუნდსა და სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
** უხელმძღვანელოს, ორგანიზება გაუწიოს და აკონტროლოს შეგროვებული პროდუქციის აფთიაქებამდე მიწოდების სრული პროცესი;
** მაქსიმალურად ეფექტურად დაგეგმოს შეგროვებული პროდუქციის მითვლის, საწყობიდან გატანის და შესაბამის ავტოტრანსპორტზე დატვირთვის პროცესი;
** პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** პროგრამაში დაფიქსირებული დავალებების კონტროლი და შესრულება;
** ტექნიკური მარაგების საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაკვირვების უნარი
** პასუხისმგებლობა
** ოპერატიულობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
დაინტერესებულმა და მოტივირებულმა კანდიდატებმა CV გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50.
გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს კანდიდატურას ვერ განვიხილავთ ვაკანტურ პოზიციაზე.
"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:
** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com
სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.
სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
|
|
|
|