დასახელება:
მორიგე ლაბორატორიის მედიცინის ექიმი
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 23 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 23 იანვარი
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე ლაბორატორიის მედიცინის ექიმის პოზიციაზე ლაბორატორიის განყოფილებაში.
სამუშაო გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა
ძირითადი მოვალეობები:
** ლაბორატორიული გამოკვლევების ჩატარება
** ანალიზის შედეგების სისწორე და პასუხისმგებლობა
** შიდა ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი
** დიაგნოსტიკური ტესტ-სისტემების მომზადება
** ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების ინტერპრეტაცია
** ყოველთვიური სამუშაო ანგარიშების მომზადება
** საშუალო მედპერსონალის ხელმძღვანელობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს:
** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომირებული მედიკოსი)
** სახელმწიფო სერტიფიკატი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია/განყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 23 იანვრამდე.
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|